პოეზია · ლირიკა
გალაკტიონ ტაბიძეს
ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.და ოთხკედელში მოქცეულ ფართობსწვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდადმეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,მაგრამ ვიღაცა სახურავს მხიდიდადა ჩამდიოდა წვიმა კისერში.მე ვფხიზლდებოდაი და დიდი ბაღიბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხინელა მისდევდა, როგორც იმედი.მე აღარ მახსოვს, რა მოხდ ადრე,ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებეკიდა წვიმის მძიმე ზარები.და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებსშეშფოთებული უცქერდა ხალხი,უცქერდა ჩუმად და სველი კუბომიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.ქუჩებში წვიმადა და წვიმის წვეთებსარ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრადწვიმით გაჭღენთილ სიკვდილის გვერდით