↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გუბე და ღობე

ჭილაძე თამაზ

2026-07-181 წთ საკითხავი4347 ნახვა

—
შენი ლანდია ქუჩის გადაღმადა ღრუბლის ტოტი, სველი და მძიმე,და სიჩუმეა, მხოლოდ ხანდახანვიღაცა აფრთხობს უჩინარ სიმებს.და ისევ, როგორც დიდი ხნის წინათოდნავ ბრჭყვიალებს გუბე და ღობე,ხეებიც ჩრდილებს იქნევენ ფრთხილადთითქოს მოკლულის ტანსაცმელს ჰყოფენ.ეს ერთადერთი გზა არის ალბათ,რომლის გავლასაც ვერ შევძლებ ახლასურვილის თოკი, ძველი და ცალფა,ვერ აიზიდავს ჩემს სხეულს მაღლა.არ გადმოხვიდე! წადი! იარე!ჩემს თავშესაფარს რქმევია სორო,შიში რქმევია ჩემს სიჭკვიანეს,ცა ტერფის ჩრდილი ყოფილა მხოლოდ.ქუჩის გადმოღმა ჩრდილივით მდგარიისევ ამაოდ აღვიძებ გრძნობებს,რადგან ჩვენს შორის ღმერთი წევს მკვდარიდა არა მხოლოდ გუბე და ღობე.
ჭილაძე თამაზ

ჭილაძე თამაზ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი