↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ტყუილის აპოლოგია

სტურუა ლია

2026-07-181 წთ საკითხავი18608 ნახვა

—
თავი _ ფეთქებადი,გული _ ძაფების გამბმელიზევიდან ქვევით,ფეხები _ ღონიერიქართული ზმნასავითიარე და იყავი!ვენახში შაბიამნისფერი ძაღლიშეიყვანე, ისე ტკბილადშეგიყვარებს, ყურძენივით...რომ მოკვდები, აგლოკავსდა გაგაცოცხლებს,აღარ იქნები ვალდებულიჭეშმარიტების სიმყარეს დაეყრდნო,ცეცხლი თუ მერყევია,რა, მართალი არ არის?ან გამჭვირვალე ჰაერიზოგჯერ ფხვიერი ცომივითარ იჭმევა?მთავარია, ლამაზად ჩაჯდესთვალებში, ცრემლივით,თქვენ იცით, რა არის სევდა?ეს არ იკითხო!მანქანას არ მოაჭრევინოსიგრძეში გაზრდილი ჩრდილი,შეღებე ძაღლი, ჰორიზონტისლარზე გაჭიმე ვენახი,ზმნის უღლებალექსს დაამგვანეთაბახის ფურცელზე,სანამ დაგიჭერენდა პასუხს მოგთხოვენყველა უკუღმართობისთვისსარგადაყლაპული ტილოს კაბები,ტვიდის კოსტიუმები,უფრო მაღლებისაკუთარი სისწორის შეგნებისგან,განსაკუთრებით შენზე,სიღატაკისა და ფანტაზიისომში დაგრეხილზე,დედაბუდიანად მატყუარაზე,რაც შვილებზე უკვემემკვიდრეობით გადადის,უნდათ თუ არა...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი