პოეზია · ლირიკა
უღირსი სიკვდილი
არაფერი აღარ დამჩრა,ყველა იმედი გადაწურულია,განსაკუთრებით, ბოლო,გასაქცევი გზა _ გადაკეტილიმანქანების ნიშნით._ ბატონო პოლიციელებო, გამატარეთ,მე ხომ ფეხით მოსიარულე ვარ!ჩემი წინაპრები ღვინის ჭიქებს ჭამდნენ,რუსთაველური სილამაზისთვის,(ლალი და ბროლი),მე _ ლამპის შუშებს და მანქანების შლეიფებს,კანცეროგენის მისაღებად,ჰოდა, გამიშვით, ცოტა ხნითდავემალო სიკვდილს!წონით კი არ ჩავაბაროხორცი და ძვალი,ე. წ. სიკვდილის სარეცელზე,არამედ მანქანა დამეჯახოს,ან ხეს შევასკდედა ჩვეულებრივ მუშა ტვინშიტანჯვის ადგილი გამინათდეს!ოხრად დარჩეს ამ დღისთვის ნაყიდიმაქმანებიანი თეთრეული!_ იმის ნაცვლად, რომღირსეულად მომკვდარიყო,შპრიცების შარავანდედით თავზე,აგონიის ზღარბებით ყელში,ძაღლივით წავიდა სახლიდანუკმაყოფილოა რომელიღაც გარე ბიძაშვილი,ყვავი ჩხიკვის მამიდა,ზეპირი მორალიტეებითგანთქმული ნათესაობაში...