პოეზია · ლირიკა
უცნაური სურვილი
მინდა ფული მქონდესდა ორკესტრი ვიყიდო _სიმებიანი და სასულე სამოთხე,ოქროსფერი,ისე შევჯდე მუსიკაზე,ნემსზე რომ სხედან,უხმოდ დაინგრეს ყველაფერი,უსიტყვოდ გამეცალოს ყველა!მე ბახთან ერთად ვკვდებიდა 22 შვილს ფეხებზე ვკიდივარ,ჭლექიან საყვარელს ვეხვეწები,ამდენ სინაზეშიერთი მეთორმეტე ეტიუდი ამოუშვასდაჭმუჭნული ფილტვებიდან!ყველა სახსარი მიჭრიალებს,ყველა ბუშტში კენჭები მტკივა,მინერალური მტკვარი გამომიწერეს უზმოზე,თვალებდაჭყეტილი პროჟექტორები უძილობისთვის,მე კი ორკესტრის ყიდვა მინდა, ჯიუტად,მისი შეყვარება ადამიან-ინსტრუმენტიან-მუსიკიანად,არაადეკვატურ აფიშებზე კლავესინის დახატვა;ზედ მიდუღებული რუშებიანი მაჯებით _ქაფქაფა რძე და ოქროს კრეშჩენდო!არც ერთია რძე და არც მეორე ოქრო,მაგრამ სხვაგვარად,ჩემს ავადმყოფ ფანტაზიაში,როგორ დავუდგა ძეგლი მოცარტს?როგორ გავაგებინო არამოცარტებს,რომ ფონოგრამა საერთო საფლავივითაა?არც უხდება მუსიკას ამდენი `როგორ~ამიტომ, ავდგები და ორკესტრს ვიყიდი.