პოეზია · ლირიკა
ფიროსმანის ასოციაცია
აღდგომა, მოყვასის სიყვარული უზმოზე...რადენ ხანს გრძელდება?რამდენი სისხლი ყოფნისკვერცხების შეღებვას(ენდრო ძვირია),რამდენი თითისტარი ბამბა _ბატკნის სითეთრეს?ეს რომ სიტყვით თქვა,სისხლის და ქათქათის შეხამებალექსში არაფერს იძლევა,შიშის გარდა,ნახატში _ მოცახცახე წერტილებს...თეორია რომ ღვინით შეამოწმო?დასაშვებია ეს ალისფერი ანალიზი?როცა ნიადაგი სარდაფია,სტიმული _ კიბე?სისხლი, ქვეტექსტში, მაინც დაიღვრება,ან ნახატის უკანა მხარეს,რის მერეც მოყვასის სიყვარულიისე ბზინავს,როგორც აღდგომის კვერცხი,თითისტარის ზანტი ტრიალიკეთილი ცა,კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოდებული...