↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქალაქის მსხვერპლი

სტურუა ლია

2014-09-121 წთ საკითხავი18607 ნახვა

—
ყოველთვის, როცა რაიმე ცუდი უნდა მოხდეს,წერო მესიზმრება,არა მინდორში გვირილასავით ამოსული,არამედ ქუჩაში ცალ ფეხზე მდგარი,როცა ერთიორად უფრო თეთრი და წაგრძელებულია,მაგრამ მაინც ვერავინ ხედავს,წამგებიანია მისთვის ქალაქის ფონი,ქალაქის, რომელიც ადამიანებისდა მანქანების მოძრაობაა,ისეთი გაუთავებელი და უაზრო,თითქოს საცერით წყალი მოგაქვს,მაგრამ შეჩერება სიკვდილის ტოლფასიადა ვის რად უნდავიღაც შერეკილის სიზმრიდანამოთრეული წერო თუ ადამიანი,რომელიც წეროსავით იგრძელებს კისერს,რომ შეამჩნიონ,ფრთებიც თუ გაშალა,სულაც ჯვარცმულს დაემგვანებადა გამოიწვევს ათას შეკითხვას,გაოცებას, თანაგრძნობას...ამიტომ ქაღალდივით უფერულ ცაზეყველა ფრთოსანს საშლელი უნდა გადაესვას,რომ არ შეფერხდეს ხალხის სიარულიუკან და გვერდზე გაუხედავად,ჰორიზონტს მიბჯენილი შუბლებით.მაგრამ რომელიმე მათგანს რომ დაესიზმროსისეთი მკაფიო წერო,თითქოს მწვანე მინდორსგვირილა უჭირავს ხელშიდა ერთი წუთით შეაჩეროსნაჯახივით წინ გასროლილი შუბლი,მერე ვერასოდეს უცხოსავით ვეღარ ჩაუვლისნაკლოვანი კაცის პირმოთნეობასდა უსახურ ქალს,რომელიც წეროსავით იგრძელებს კისერს,რომ შეამჩნიონ,და ახლა მასზე გამოცდის ქალაქილამის ხელოვნებად ქცეულვერშემჩნევის უნარს...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი