↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქართულის გაკვეთილები

სტურუა ლია

2014-09-122 წთ საკითხავი18602 ნახვა

—
მე პირველად მაშინ მივხვდი,რომ მიყვარს სიტყვა,როცა გრამატიკის გაკვეთილზემას შემოაცალეს აზრის და რითმის სამოსელი,მოკვეცეს ზარივით აჟღერებული თმა,ქინძისთავებით მიამაგრეს დაფასდა დაუწყეს დაქუცმაცება,არა იმიტომ, რომ რამე ტკიოდა და ეშველათ,არამედ ჩვენთვის რომ ესწავლებინათ ანატომია,რომელიც მე ვერასოდეს ვერ ვისწავლე,რადგან მიყვარს ხმოვნების ღიაობა,ძალიან ღრმა, მაგრამ არა ორმო,არამედ გაოცებული ბავშვის პირიდა უცაბედი თანხმოვანით გადარაზული ტუჩები,თითქოს მუსიკის გამცემი სახლისფანჯარა ჩაკეტეს.პირველი გრძნობა _ გაბრაზება _ რატომ ჩაკეტეს!მერე კი: _ ვინ იცის, იქნებ ქვას ესროდნენ...როცა მე ლოცვასავით ვიმეორებდი:`ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი,ხოლო მცხოვრებნი დამღიერებულნი დაჩარადოვანნი~.ბრაზობდნენ ჩემზე,რადგან იმის ნაცვლად, რომ სნეული ადამიანები შემბრალებოდა,ჩემი გაუწაფავი გონება შესძრა მუსიკამ,აზრით გატენილი, დიდი, რახიტული თავიკი მერე შემეხო...მე სულ დედააზრის პოვნას მასწავლიდნენ.მაგრამ რა მექნა, როცა უკეთურ სიტყვებში`დამღიერებულნი და ჩარადოვანნი~დედა-ზარი რეკავდაჟანგისფერიდა მოლაპარაკე ჩიტივით ენააცრილი...და მე ნორმალური, თანამედროვე ბავშვივცდილობდი ამეხსნა უფროსებისთვის:_ ამ სიტყვებში ორღანია ჩამონტაჟებულიწითელი პრიალა ატლასიდან ამოზრდილიათასი ხე ბროწეულის...(გარეთ ატლასი, შიგნით-ათასი)ვერ გამიგეს, მხოლოდ ანდაზა ეცნოთ.რადგან მათ მეხუთე საუკუნისგანუპიროვნო და უხორცო სივრცე აშორებდათ,მე კი ვგრძნობდი, რომ სივრცესაც აქვს სისხლი,ყაყაჩოებიანი მინდორი რომწარმოიდგინო თოვლზე,ოღონდ მინდორი რომ გამოაცალოდა ყაყაჩოები დატოვო _მარწუხებით დაგლეჯილი ფრჩხილები თოვლზეპატარა ბიჭის აბოსი,რომელიც მე შვილად მეკუთვნის, _თუ მე ვეკუთვნი მას უმწიფარ შეგირდად,რადგან ლერწამივით ვირყევი ორ სიტყვას შორის,ის კი მასწავლის მარტვილობის ხელოვნებას,სიტყვების თანხვედრაც ისეთივე ძნელია,როგორც ორი, ერთმანეთის მაძებარი ადამიანის...და თუ ეს მოხდა, ასე მგონია,შუაღამის ბნელ და ცარიელ ქუჩაშისახლს მივაგენი _განათებულს, ფანჯრებდაღებულს, მუსიკის გამცემს...

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი