↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხუთი დრო

კეკელიძე გიორგი

2026-07-182 წთ საკითხავი2933 ნახვა

—
სარჩევი 3
  1. –შენ–
  2. –ევა–
  3. –იგავის ახსნა–
(მესამე აღთქმა)
,,კამეჩი წევს და იცოხნის“
.გაზაფხული.
–ადამი–
მთვარეს ვუყურებდი და ვწყევლიდი,მთვარეს ვუყურებდი და ვწყევლიდი,ტანზე სხვისი ტანი მემოსა დამგლის კბილს ირმის ქონში ვასველებდი.ერთხელ ერთ უდაბურ ტყეში მოვხვდი,ბილიკი სადღაც ხევში ჩაიჩეხა,დაიმსხვრა,ათასად გაიფანტა –ერთი ვარ, ერთს ვენდე და ერთს გავყევი.

–შენ–

აჰა, ბაღი მშვენიერი,ბაღში მოხუცი წევს წვერის ლოლოებით.მიველ – ცულს დავკრავ და გავათავებ,მიველ – ცულს დავკრავ და გავათავებ.გამოეღვიძა,დამინახა და მოვეწონე.მომეხვია და შვილობა დამაბრალა.

–ევა–

_ აჰა, ჩემი ტევრი,ხილი იხილე, ჩრდილი იჩრდილე,რაც გესურვილოს, ისურვილე,ოღონდ იმ სახლში ჩემი ცოლი წევს–მას ნუ ნახავ.
.ზაფხული.
–ივნისი–
მზე
–ივლისი–
მზე
–აგვისტო–
მზე
.შემოდგომა.
–სექტემბერი–
მზეწვეთავს სასანთლიდან –ბალახებს და ხეებს მოედო.
–ოქტომბერი–
ქარმა დაუბერა – ხეები ჩაქრნენ.
–ნოემბერი–
დაცვენილ ფოთლებზე ცეცხლი აგრილდა –მიწამ თავზე წაიყარა ცოტა ნაცარი.
.ზამთარი.
–შეცივება–
ცას თხელი კანი აექერცლა.მუხლამდე დადო.
–სტუმრად წასვლა–
თოვლში ისე ღრმად ვადგამ ნაბიჯებს,თითქოს მიწისთვის ჰაერს ვიპარავ.
–მისვლა. განშორება.ცრემლები–
წასვლამდე სარკეში შევეხეტედა მთელი ოთახი შევიტანე,პერანგი ფერადი და ღილნაკლულიდა სუნთქვა ყელამდეშ ე ვ ი კ ა რ ი.და მერე სასთუმალთან მივუჯექიდა თვალი თვალზეგ ა დ ა ვ ა ვ ლ ე –აუწყლიანდა.
.მეხუთე.
–იგავი–ჩვენი წესი ისევ არაფრით ვაჭრობაა,ჩვენი წესი თქვენი წესია –ბაღში ვწევართ და ჰაერს ვიცოხნით.

–იგავის ახსნა–

დავიხოცეთ – ეს სასაფლოა,ხანდახან გვბეზრდება ასე წოლადა მოლოდინი,თანაბრად ვიყოფით და ვერთობით–ვისი სული გსურს?!–ვისი სული გსურს?!ჩვენი ვირჩევთ და ისინი დაგვცინიან,ისინი დაგვცინიან და ჩვენ ვირჩვეთ ––რაც აღარ გვაქვს, რა გიბოძოთ?!–რაც აღარ გვაქვს, რა გიბოძოთ?!
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი