↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აბე ბეიბის იავნანა

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2938 ნახვა

—
(პროზაული ნაწყვეტი ,,თაგვის კუდიდან’’)
და მესიზმრა, რომ დედაჩემი მოკვდა.ვერ მიპოვეს და გვიან მითხრესდა მის გვამსაც გვიან მივუსწარი – სუდარამ შეჭამა.მხოლოდ ფეხის თითები ვნახე და თითებზე ფრჩხილები და ფრჩხილებზე ლურჯი სევდა.მერე თეთრი ნაჭრით დამარხეს.და მითხრეს, რომ დედაჩემი სიმაძღრით მოკვდა,რომ ჩემს ძველ სამოსს არღვევდა და ძაფს ჭამდა.ერთ დღეში გასუქდა და მუცელი მოეშალა.ეს ოთახია. აქ დავიბადე. გავიზარდე დამაგიდაზე იდო ჩაის ჭიქა დალიმონი, როგორც ფსკერთბილ ტბაში ჩაწურული ნახევარმთავრედა პურის ქერქი – დამხრჩვალი ბავშვის ამობურცული ხერხემალი.დედაჩემმა ყველაფერი შეჭამა, ეს დატოვა, რაც სულ იყო –ჩაი და პური, აღსარებამდე მისაღები ზიარება.მე დავჯექი და შევექეცი.კედელზე ჩემი მონაცვალი კბილი ეკიდა და ქანაობდა –თქვენი თვალის მოსატყუებელი.ოთახი თბებოდა და ჰაერი დაშრა – შემეშინდა.შემეშინდა, მაგრამ მივხვდი, რომ ეს სახლიც მე ვიყავიდა ფანჯარა გამოვაღე.გარეთ იყო ლოგინი და ოთახი და ნოემბრის დილა.ავდექი და დავწერე:და მესიზმრა დედაჩემი.
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი