↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამალობანა ანუ ნამდვილი საქმე ღვთისა და კაცისა

კეკელიძე გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი2934 ნახვა

—
როცა თვალი გავახილე,ის დაიმალა.ფეხი ავიდგი და პირველსავე ბილიკს მის საძებნად გავუყევი –ბაღი ვნახე მშვენიერი,ხილი ვიხილე და ჩრდილი ვიჩრდილე,მზე ლღვებოდა ლეღვის ფოთოლზე –მაძღარმა ვეძიე და არსად იყო.სხვა ბილიკი გავიფინე –ბაღი ვნახე საზარელი –გაყინული ხეებიდანმკვდარი ყვავების გადაფრენა,ნემსის ბალახი –მშიერმა ვეძიე და არსად იყო.მაშინ გავიხადე თიხის სამოსი და ქარს ვემხედრე,ღრუბლის მოღლილი ღობე მოვარღვიე –მეგონა მის ეზოში ვიყავი, მთვარეს ეფარებოდა მეგონა –არც იქ დამხვდა.დრო დავიფერთხე –სხვა ეზოშიც გადავიპარედა სხვა ეზოშიც,სხვა ეზოშიც –ვარსკვლავების კიბეს მივყვები,მივყვები და ვყვირი:–გამარჯვებულო სადა ხარ? გამარჯვებულო გამოდი!–გამარჯვებულო სადა ხარ? გამარჯვებულო გამოდი!
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი