↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბატონი პის უკანასკნელი პოსტმოდერნული სიზმრები

კეკელიძე გიორგი

2026-07-183 წთ საკითხავი2940 ნახვა

—
ეძღვნება მთვრალ იჰაბ ჰასანს და სხვა ქართველ პოეტებს
***(სუიციდი)
ზამთრის მზის ცვილის პერანგს ვქსოვდი – ჩამერღვა თვალიდა ძაფი უკან ჩამეღვარა – ნიშნავს დავბრმავდი,ნიშნავს ქარნაკრავ სანთელივით ჩამექცა მთვარედა რადგან მზერა ჩამიბრუნდაჩამოვიხედე,ვნახე ყველა გზა, რაც კი მევლო,ყველა კაცი, რაც კი მენახა,ყველა ქალი, ვისაც ვენახე,ვნახე ყველა თხადა ვენახი,ყველა გნახეთდა თავი დავკარგე.თავი მომწყურდა,ხელის ცეცებით შევაღე უჯრა,გამოვიღედა სარკე შევჭამე.
(პი–ეფენდი ქალად იქცევა – ალისა, ალი.)
დიდება ალაჰს, თეთრი ჩვრებით აქოლეს უცებათაითასი ჩაიხანა – ქალაქის სურდო,რადგან სისხლივით მზე ჩაექცა დაბრეცილ ქუჩებსდა კოჭლ დერვიშებს უფლის ჩრდილში მოლხენა სურდათ.კედლებს ხავსივით მოდებული ძველი სახადი –ახლო ბაზრების ოფლის სუნი და დაღლის გემოროცა დაეტყოთ – ჩვევისამებრ გამომეცხადამკვდარი რადიო – მეტსახელად ვერდი–ეფრემი....თუ ძველ ფოტოზე დედა ნახო – დაგმარხოს შიშმათუ მამა ნახო – მოასწავებს უჟამო ავდარს,თუ საათს ჟანგი შეეპარა, ეს ისევ ნიშნავსრომ ჩვენს ოთახში დრო ნელ–ნელა გაჭაღარავდა....ვწევარ.. მუზების ბებერ გავას ვაზომებ ფანქარს,ვაგინებ დალაქს და კბილებში თმების ნარჩენებს.რადგან ლოცვები ვიცრუე და ჯავშანი გაქრა,სხვა ღმერთი მალე მჭლე გაბრიელს გამოაჭენებს....ამ გაქუცული ძაღლის ავი წკუმუტინის მერეწესად მაქვს თასში დავითბილო უბიწო ფეხი(მას შემდეგ, რაც კი დედაჩემის უღრან ბოსტანში,ისე დამბარეს, არც უკითხავთ იმ ფრთიან გლეხებს,ძარღვები ვაშლის ფესვებივით გამიდგეს ტანში)და ხე მიწიდან უკანასკნელ წვეთს რომ ამოწოვსმივეგებები მჭლე გაბრიელს მქუხარე ტაშითდა ჩემი თმების უშნო გვირგვინს მივუშვერ მორცხვად.... დედალ ორაგულს ისევ ხარბად მოვთალე გვერდი,თხელ კბილებს ურჩი ფხის ბუდეებს ვუქსოვ მორჩილად,მკვდარი სიზმარი ნიშნავს უცებ გახელილ დილას,(მკვდარი რადიო – მეტსახელად ეფრემი–ვერდი)ვეება ღამე სხვა დღის დიდი ძილისთვის მამშევს,რადგან ლოცვები ვიცრუე და ჯავშანი გაქრა,მე უცოდველი თევზიან ფეხს ვითბილავ თასშიდა გაქუცული ძაღლის გავას ვაზომებ ფანქარს.
(პი–ეფენდის კვირაღამის სიზმარი #1 – პილატე)
მივხვდი სხვა ტანმა შემოაღო კარები თივის,როცა ფანჯარამ თხელი ფარდა დაახამხამა,გავწყვიტე ლოცვა დედის მუცელს მიბმულ ძაფივით,გავტეხე შიშით შენახული მარხვა და ღამე...დილით გაძარცვულს გამეღვიძა და აღარ ველი,შინ უნებლიედ წამოცდენილ დღეებს იღბლიანს ,რადგან მკვდარ ღრუბელს შევამჩნიე ზეცის ნაფლეთი –მზესთან ბრძოლაში მორღვეული ზამთრის იღლიადა ვთქვი – დამდგარა ჟამი ჩემგან აქლემის ძერწვის,დამფრთხალი ძილი შევირიგე და შევიბრუნე,გაკრული სუნთქვა დაგიტოვეთ, როგორც ანდერძი –ოდესმე უკან მობრუნების ნიშან–სალბუნად....იყო ზღვა უხვი, მაღალი და ტალღამრავალი,გემთა და ნავთა მოსამართლე, წყალი მოწყალექართა და მეხთა, გზა ლბილი და ძნელად სავალი,სისხლით მემთვრალე მეზღვაურთა სამარე ხვალის.როცა შევცურე, ტანზე უცებ მომესხა წვერი,ბადედ ვიქეცი და სიმაძღრეს დამპირდა ბადე.მშრალმა ძარღვებმა მკვდარი თევზის იგრძნეს სისველე,მკვდარი თევზის ხმა მომეხვია და დავიბადე.ვზი ქვეშე წყლისა, რვაფეხათა მაცვია კაბადა სანამ მოღლილ ჩემს სხეულში მევე გავები,დავწანი ბადე, ჩამოვუშვი ქვესკნელში კიბედა ჩამოვედი, ,,რომ გვეხილა კვლავ ვარსკვლავები“.
(პი–ეფენდი უჩვეულო ზმანებაში კლასგარეშე საკითხავს ეწაფება. აქა: გორგასალი, რუსთაველი, დანტე, დალი, იონა, იგრი–ბატონი და სხვა მისთანანი)
კეკელიძე გიორგი

კეკელიძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი