პოეზია · ლირიკა
და ტკბილი ტყუილის ოდა
(იქიდან-აქამდე ირონის და იას ხელმეორე საკითხავი)
ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო დადავით გურამიშვილიმე ერთი დღეც არ გამითენდეს უშენოდ ქვეყნადრუდაქიტყეს დატვირთავს წამებული ოდელიოდო ცასიმონ ჩიქოვანიიქით წასულთ, რატომღაც, აქეთ რჩებათ თვალებიედუარდ ესთლინ ქამინგსი
ვთქვი მე არაკი:აჰა, მდოგვი, ჩემს ბოსტანში ამოწვერილი,ისე მწარეა,როგორც სხვის ბოსტნებს მოდებული უხვი სიმართლედა ეს სამხარიც მხარზე უნდოდ გადავიკიდე,რომ დაგამშიოერთხანს(წვრილ-შვილ მივიწყებულ წყეულივით აგაწრიალო) –- მერე შიმშილი შენს თვალებში ქარივითჩადგეს.დაგმარხავ ჩემს ბოსტანში.და მდოგვს დავთესავდა ოდელიო დელია,ოდელიოდადამომიტანეთ კონა ფიჩხი,მომიტანეთ თივა-ბულული,მომიტანეთ ასი ყივილი ერთი მამლის..აქვე დავყრი, მიწას მუცელს გავუზრდიდა ცეცხლს გააჩენს..დაიწვესკონა ფიჩხი,დაიწვესთივა-ბულულიდა ასი ყივილი დაიწვეს –ქვევით შენ იწვებიღია თვალებით და ნაცარს შეგაყრიდა თვალებში ნაცარს შეგაყრიდა ჩამოგძახებ –მდოგვი მწარეა,მწარეა მდოგვი,როგორც სხვის ბოსტნებს მოდებული უხვი სიმართლედა ოდელიო დელა,ოდელიო დამდოგვი.