↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5411 ნახვა

—
როს ბედნიერ ვარ შენთან ყოფნითა,ღიმილით გევხარ მაისის დღესა,მე შენს თვალებში ვსჭვრეტ სამოთხესადა მათი მჭვრეტი ვიწვი ცეცხლითა!არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ,არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ, არ დაიჯერებ,თუ ვით სატრფო ხარ!
როს უბედურ მყოფს მე მოშორებაგონებამტაცის მშვენიერების,ვსთვლი მოწყინებით ჟამთ მჭმუნვარებისდა სევდა გლახ-გულს დამეფარება!არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!
ხან ძილსა იკრთობს, ხან სევდით ოხრავს,ხანცა ყოველს სულს ამხიარულებს,ხან სიკვდილს იწვევს, ხან შორით ოცნებს,ხან ჰყვება სოფელს, ხან ცად მიფრინავს!არ დაიჯერებ, თუ ვით სატრფო ხარ!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი