↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ფიქრნი მტკვრის პირას

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2016-09-122 წთ საკითხავი5418 ნახვა

—
წარვედ წყალის პირს სევდიანი, ფიქრთ გასართველად,აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარადა მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსადა თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრებარად იყო ფუჭი და მხოლოდღა ამაოება?..მაინც რა არის ჩვენი ყოფა - წუთისოფელი,თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,და, რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლესამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,ჰშოფთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: „როდის იქნება,ის სამეფოცა ჩვენი იყოს?“ და აღიძვრიანიმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან...თუნდ კეთილ მეფე როდის არს მოსვენებული?მისი სიცოცხლე - ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოსთავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროსარ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..მაგრამ თუ ერთხელ სოფელსაც უნდ ბოლო მოეღოს,მაშინ ვიღამ თქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან - შვილნი სოფლისა,უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი