↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ქეთევან

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-131 წთ საკითხავი2394 ნახვა

—
ზვირთები მოდუდუნებენ,ჭალები ბუჩქნარეობენ,ხშირნი ლამაზთა კიდეთამჩქეფრად მდინარის ქსნისათა.მიმქრქალებული მთოვარე მოწყენით ჰნათობს მუნ ქალსა;მდინარის პირზედ ზის იგი, ხელთა ჩონგურის მპყრობელი;გიშრისა თმანი ნაშალნი ჰშვენიან სპეტაკს საცმელსა,და დამღერს იგი საკვდავად, ცხარეთა ცრემლთა მდენელი:“ავ-ენანნო, ოდეს დასცხრეთ,მოასვენოთ ეზდენ სული?რა გარგოთ, რომ შეიშურეთუბიწოო სიყვარული?”“გულის-სწორო, ერთის ცილითაგრე როგორ შეიცვალე,რომე ტრფობა ჩვენი ამ ხნითმას აგრე მსწრაფლ ანაცვალე?”“თუ ვერ მცნობდი, რად მეტყოდი:მე შენი ვარ საუკუნოდ?სიყმაწვილეს რად მილხენდი,თუ მოჰკლავდი ასე უდროდ?”“რად შემიპყარ მე გლახ გული,უმანკო და უზრუნველი?რად დამიჭკნე მე ყვავილიყმაწვილობის, ჯერ უშლელი?”“ეს ნუგეშს მცემს, საყვარელო,რომე არის სხვა სოფელი;ოდეს სცნა, რომ ვარ უბრალო,მოვედ, მოვედ, მუნ მოგელი!”სდუმდა — და მეცა ვიცანიქეთევან ჰაეროვანი,ქეთევან, ნაქები გულით,ნაქები მშვენიერებით!ნეტა რა ქარმან დააზრო მისის სიცოცხლის ყვავილი?მეც ამატირა მის მხვედრმან, მაგრამ ვერ ვეცი ნუგეში:ქეთევან შუა ქსანშია მარად შეერთო ღელვილი;მხოლოდ ისმოდა სახელი ამილბარისა ზვირთებში!
1835 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი