↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სული ობოლი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2009-08-121 წთ საკითხავი5435 ნახვა

—
ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!
მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;მაგრამ ერთხელ დაობლებული სულიმარად ითმენს უნუგეშობას კრული!
არღარა აქვს მას ნდობა ამა სოფლის;ეშინიან, იკრძალვის, არღა იცის,ვის აუწყოს დაფარული მან ნდობა,ეფიქრება ხელმეორედ მას ნდობა!
ძნელი არის მარტოობა სულისა:მას ელტვიან სიამენი სოფლისა,მარად ახსოვს მას დაკარგვა სწორისა,ოხვრა არის შვება უბედურისა!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი