↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მიყვარს თვალები მიბნედილები"

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2014-05-131 წთ საკითხავი2396 ნახვა

—
მიყვარს თვალები მიბნედილები,ეშხისა ცეცხლით დაქანცულები;მაგრამ როს ვუჭვრეტ, ზამბახ-ვარდთ ველადგანეწონვიან მათი ისრები.მივხვდი, თვალებო, ჩემო მკვლელებო, მაგ თქვენსა ქცევას,მაგრამ ვით ელით თქვენგან კოდილის თქვენგან გაქცევას?
*ვიცი, რომ მტრობენ გულსა მგრძნობელსა,უწყალოდ სტანჯვენ უენო მსხვერპლსა,მაგრამ რა ისართ ზეცად აღმართვენ,მათშივე ჰპოვებს საკურნებელსა!თვალნო, ლამაზნო, ვინ უძლოს თქვენსა ძლიერს ბასრობას,თუ არა სჭვრეტდეს თქვენგან სიკვდილში თვით უკვდავებას?
1842 წ.
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი