↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხრაკარა

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7935 ნახვა

—
ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთასციხე რომ იდგა მთაზე მაღალი,ცხრაკარა ერქვა და თითო კართანცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი.ციხეს მდუმარე დარბაზი ჰქონდა,დამხობილი და უენო ზარი,და ღამღამობით ცხრაპირად ქროდაცხრა კარებიდან ამდგარი ქარი.მე ყოველ დილა ავდევდი აღმართსმოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი,ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთანდა ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს.მეგონა, ქარი უშორეს ზღაპრადმომახარებდა რამეს საოცარს,მიმასწავლიდა თამარის საფლავსდა დაუწერელ „ვეფხისტყაოსანს“...მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს,ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე,ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითოდა მტკივნეულად ოხრავდა ციხე.ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი.მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი,დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, -როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!გამაქანებს და წარსულში მიხვევს.კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბესშეეფარება მდუმარე ციხე.
1938 წელი, თიანეთი
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი