პოეზია · ლირიკა
ცას შეასწორებს უცნობი ხელი
ცას შეასწორებს უცნობი ხელი,დაუსრულებელს და უყავაროს,ეს მხარე მიყვარს თვალებით შენით,მზეების ჩემის აღმოსავალო.
სხივებს გადახრის გრიგალი ურჩი,როგორც უხრია სწორი ვერხვები,მე მოვალ მაშინ ცასავით ლურჯიდა შენს უღონო მხრებს დავეხრები.
მოვალ, მოვითხოვ იდუმალ შველას,თუ გზა მეყო და ბედი მეღირსა,რომ, ჩრდილოელო, ამბორმა შენმაგადამწვას შვილი მზეთა ქვეყნისა.