პოეზია · ლირიკა
ჩვენ განვშორდებით
ჩვენ განვშორდებით, შეხვედრის ჟამიდარჩება, როგორც თეთრი ზღაპარი,შენი მსუბუქი ნაბიჯის ჩქამი,შენი მზერა და ხმა გასახარი.მე დამავიწყდა ქართული ხმები,მე შენი ხმები ვით დამახსოვდეს,ვიცი: გრიგალებს ერთად შევხვდებით,მაგრამ ერთმანეთს - ვეღარასოდეს.და წავლენ დღენი... ჩვენს საფლავებზეეპიტაფიებს დაფარვს ხავსი,მაგრამ ჩემს ლექსში ჩამქრალ თვალებზევინმე შკრთება გრძნობებით სავსე.ადგება ქართულ სიმღერის ფეთქვაშენი რუსული ხმების შეხებად,როგორც ყოფნაში შეუხვედრელთამოუხუცებელ ლექსში შეხვედრა.