↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

საგალობელი

გვარიშვილი ნანა

2026-07-181 წთ საკითხავი761 ნახვა

—
ქართლის ცაო _ მთვარის სევდავ,ელვავ, ელვავ, ღრუბლის ელდავ,ქარო, ქარო, ქარტეხილო,მწვანე ხევში ჩაგრეხილო,ნისლო, ნისლო, აბოლილო,გორგასალის სულის დენთო,ბებერ ციხის გულისპირისსასოებავ, ერთადერთო.ბინდის ცვარით ავსებულოჯამო, ჯამო დალოცვილო,ქართლის დედის წმინდა ჯამო,ნარიყალას ციხის თავზეშეჯგუფულო ღრუბლის ჯარო,ვერ გეყრები, ვერ გცილდები,რომ ღალატი არ დამწამონ.ვინ გაყიდის ერის მარილს,დედის ცრემლებს ვინ იყიდის,საიათნოვას მხარზე დვიასამთა ძმათა ძმობის ხიდი,ყველა გზებმა ჩამიარეს,როს საწუთროს გზა ამევლო,გულზე მხვდება თქვენი ხმლები,თქვენ, სამასო არაგველნო!

გვარიშვილი ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი