↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ააფრინე ალალი

გვარიშვილი ნანა

2026-07-181 წთ საკითხავი769 ნახვა

—
რაც არ არი, არ არი,ააფრინე ალალი...ატმის ყვვავილს მიეზღოსჩემი გულის ზარალი.ცისკრის ლაღმა ტოროლამაპრილს მისცეს ვალები.რა ვქნა, იას რადა აქვსასე ლურჯი თვალები!...იისთვალას ვეტრფოდი?ეს ხომ მისი ბრალია!ჰოდა, გადაიხადოს,სიყვარულის ვალი აქვს!ცოტა-ცოტა წყალობაყველამ გულს უწყალობა:წმინდა წყარომ _ გალობა,ჩიტბატონამ _ ჭიკჭიკი,კვირტის წვერზე წვიმებმა _წაკწაკი და წიკწიკი...სალამურად აქციესერთი ციცქნა ქალი დაახლა გადაიხადეამოდენა ზარალი...ააფრინე ალალი,რაც არ არი, არ არი...

გვარიშვილი ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი