↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედასაქართველოს

გვარიშვილი ნანა

2026-07-181 წთ საკითხავი760 ნახვა

—
შენ ჩემზე ფიქრით და ჩემზე დარდითკავკასიონი გაგიჭაღარდა,მოგწყვიტეს შვილი, შეხვედრის წყურვილსჩუმად იკლავდა ცრემლიან ღართან.ახლა, დედაო, შენი ღიმილიგადავიხურე თავზე მანდილადდა შენს უბეში მიყუჩული ვარ,ერთად შეგვყარა ნანატრმა დილამ...ამომიკოცნე წამწამ-თვალები,გუგებში ჩანდეს შენი ჭაღარა,არსად დამირჩეს ტუტა-ნაცარი,დედინაცვალმა ბევრი მაყარა.დედაო ჩემო, ტკბილო დედაო,შემოგევლები შენი აჭარა...ოცნებად მყავდი, მეგულებოდიახლოს, სულ ახლოს დედა ქებული,ვიცი, უბიდან არ მომიშორებ,შენს ძუძუებს ვარ დანატრებულიდა მაპატიე ჭირვეულობა,ალერსი მინდა ყველაზე მეტი,შენი ამბორით ჩამოწყდეს ბარემ,წამწამზე რომ თრთის კურცხალის წვეთი...დაგბრუნებივართ შენი შვილები,ჩვენს წინაპრობას ჩასძახე ყველას _რომ შეემატა ცეცხლი და კვამლიძველი ოჯახის ანთებულ კერას.

გვარიშვილი ნანა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი