↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი ლექსები

გელოვანი მირზა

2026-07-181 წთ საკითხავი7919 ნახვა

—
შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის,ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს...ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა,მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ!გაბზარულ სხივებს - ამართულ ხელებს,საღამოს, დღეში - თრთოლვას, ძიებას,ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებსჩემი ლექსები, ვით პატიება!მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას.ტრფობას დამალვის, არგამოჩენის,როგორც სიკვდილშიც არდავიწყება.არ დაივიწყებს ლექსები ჩემი.1944 წელი,ფრონტი
გელოვანი მირზა

გელოვანი მირზა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი