↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სულო ბოროტო

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

2026-07-181 წთ საკითხავი5429 ნახვა

—
სულო ბოროტო, ვინ მოგიხმოჩემად წინამძღვრად,ჩემის გონების და სიცოცხლისშენ აღმაშფოთრად?მარქვი, რა უყავ, სად წარმიღესულის მშვიდობა,რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?
ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას,ყმაწვილკაცობას?თითქოს მომცემდი ამა სოფლადთავისუფლებას,ტანჯვათა შორის სიამეთადამისახავდიდა თვით ჯოჯოხეთს სამოთხედაგარდამიქცევდი!
მარქვი, რა იქმნენ საკვირველნიესე აღთქმანი?რად მომიხიბლე, აღმირიე,წრფელნი ზრახვანი?სულო აღმშფოთო, მიპასუხე,ნუ იმალები.რატომ გაცუდდა ძალი შენიმომჯადოები?
წყეულიმც იყოს დღე იგი, როსშენთა აღთქმათაბრმად მივანდობდი,ვუმსხვერპლიდიჩემთ გულისთქმათა!მას აქეთ არის - დავუკარგემშვიდობა სულსა,და ვერც ღელვანი ვნებათანიმიკვლენ წყრუვილსა!
განვედი ჩემგან, ჰოჲ, მაცთურო,სულო ბოროტო!რა ვარ აწ სოფლად დაშთენილიუსაგნოდ, მარტო,ჭკუით ურწმუნო, გულით უნდო,სულით მახვრალი?ვაი მას, ვისაც მოხვდეს ხელიშენი მსახვრალი!
ნიკოლოზ ბარათაშვილი

ავტორი

ნიკოლოზ ბარათაშვილი 1817–1845

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის, იმპერატორის ერთგული მოხელის ოჯახში. დედა - ეფემია, და გრიგოლ ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო. თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში (1827 - 1835) ბარათაშვილის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რომელმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ბარათაშვილი ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი…

ყველა ნაწარმოები (41) →

ნიკოლოზ ბარათაშვილი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი