↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აზნაურ ასულს

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19201 ნახვა

—
შენ ყელგამოჭრილს ჰგევხარ ჯეირანს,მეუცნაურა შენი სახელიდა მარტო შენი თვალები მჯერა,როცა დგებიან მოყაბახენი.
როცა მთვარეზე გავალთ ოროლი,უზანგში ფეხი შედგება ცხელი;მაშინ ეგ ტანი აზნაურულიწამოვა, როგორც სვეტი ცხოველი.
დატრიალდება გარს მირაჟებიდა სამუდამოდ ვიქნებით ორნი,გვაჯირითებენ ჩქარი რაშები,სანამ მკერდებში ჩადგება ბროლი.
ჩვენ გაგვიტალღებს მთვარის მორევიდა შეგვაშინებს მთვარის დიდება,შენს თავს მომტაცებს მე მოურავი..........................................................
როცა დაჯდება მზე - დღის ყეენი,შენ გამოჭრილი გექნება ყელიდა ხორბლისფერი, ძვირფასი ხელი,გაქცეულ ფაფარს დაეკიდება.
1923
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი