↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკაკი, ვაჟა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2015-05-131 წთ საკითხავი20325 ნახვა

—
მომისმენია აკაკი, ვაჟა,ახლა ეთერის ხმებში მღერიან:დღესაც ტაშს ვუკრავ, ვუყივი ვაშას!მათი სიმღერა დამდაღველია...
გვათბობს ღვთიურ ხმის ცეცხლის გურგური,ჩვენი მტრის გულის დასამჟავებლად,მღერის აკაკი, როგორც ბულბული,და არწივივით - ვაჟა-ფშაველა.განა ბულბული,განა არწივი?მათი სიმღერით სამშობლო მღერის...და საქართველოს წმინდა ბარძიმისავსეა მათი ცრემლის ნამქერით;
სულ ცოცხალია, სულ უკვდავია,ერის ცრემლებით რაც ინამება:რაც მებრძოლია, ― ცეცხლმსუნთქავია,ვერ შეაშინებს ბედის წამება!როგორც რჩეულთა ძველი წესია,საომარი გზით ვლიდენ იგინიც,დაფნის გვირგვინზე უწმინდესიამოწამის შუბლზე ეკლის გვირგვინი!
განვლეს ეკალი, მოიმკეს ვარდი,სიკვდილის ცელი ვერ მოერიათ:ახლა ჰშვენიან დიდების კვართით,ხალხის უწმინდეს გულში მღერიან.
***ბევრს გაუვლია გზა სამშობლოსი,ზოგს დანანებით და ზოგს წამებით.ძნელია ზიდვა საქართველოსი,და ტვირთს ზიდავდნენ ჩვენი მამები...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი