↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოგედალალე

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3129 ნახვა

—
რომ იცოდე, როგორ ვგრძნობ შემოდგომას ,ზამთრის ბებერ და უხეშ თითებშიდედოფალი იმედივით რომ იწურება!რომ იცოდე,როგორი საზარელი ზამთარიაჩემს აივანზე ატუზული, მეზობლის კატა.როცა ისე მშვიდად შემიძლია გამოვაღონოემბერი...ცა-ჩალეწილი ფანჯრებიდან''შემოგედალალე !"--დაგიძახო.იმ ყვავილების დაიმ ყვავილების,იმ ყვავილების დაკიდევ იმ ყვავილების სურნელივით, შემოგედალალე.!..რომ იცოდე ,როგორ გარბის ჩემი წლები,თბილისის ქუჩებიდან, ნისლივით წამომდგარიუგზო-უკლოდ დაკარგული ბავშვობის მსგავსად.!რომ იცოდე, როგორი აპარპალდა ჩემს ფანჯრებთანშუაღამე,შენს სიყვარულსა და არსიყვარულს შორისხიდივით ბეწვის,და კანივით - ცა როგორ მეწვის...რომ იცოდე, როგორი მწარე, არმიყვარხარ ამინდებიმიყრია მაგიდაზე...და ვცდილობ როგორმე არ იწვიმოს.ჰო, როგორმე არ იწვიმოს,ოღონდ არ იწვიმოს ...შემოგედალალე !
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი