↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიყვარულიდან

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3130 ნახვა

—
სიყვარულიდან გარდამოვედივარდ-ყვავილებით გადაპენტილი.არაფერი ვარ გარდა პოეტის,მე ქვეყნის ზურგზე ერთი წერტილი.არაფერი ვარ ლექსის გარეშედა შთაგონებას ვეძებ ალებითთუ პოეზიით არ გავილეშე?!განწირული ვარ! არ გებრალებით?სიყვარულიდან იშვა სამყაროდა სიძულვილსაც უნდა ატანაუფლის თვალებმა მინდა დამღალოსცას,რომ სხივებად გამოატანაარაფერი ვარ! გარეშე კალმისჩემი სიცოცხლე პოეზიაა,გულს მახევს მუზა,როგორც ეკალიუკვდავების წყალს რომ ეზიარა.არაფერი ვარ! გარეშე ლექსის,სადღაც მთავრდება ჩემი მიზნებიც...მოვა დრო როცა უფლის თვალებში,მე ცრემლებივით შევიხიზნები.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი