პოეზია · ლირიკა
ნირვანა
ვზივარ და - არაფერი. ვზივარ და ფაიფურის სიდჰარტასსიჩუმეს ვუზიარებ, გაჟღენთილს არომატულ კამპარით.სიდჰარტას ვუზიარებ სიჩუმეს - არაფერი. ვზივარ დათვალებით, სიგარეტს და უშაქრო ყავას შორის ვაპარებწლებს, როცა ერთმანეთი შეშლილი სიყვარულით გვიყვარდა.
და ისე შეველიეთ ერთმანეთს, იოლად და მარტივად,რომ ბუდამ ნერვიულად ფანჯრიდან საკუთარ თავს გაასწრო,თორემ მე არა მიშავს... ვზივარ და ნოემბრიდან მარტამდედრო ისე იწელება, უამრავ უშენობას მოვასწრებ,ჭირივით აუტანელ, ნესტიან ამინდებში, გადამდებ.