↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დაგელოდები

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3135 ნახვა

—
დაგელოდები არაგვის პირზე...ო, როგორ გრძნობით დაგელოდები?!ხანდახან ისე ამრეზით მიმზერ,მზეზე მოწყვეტილ ოქროს ზოდებით?!
დაგელოდები, უცნაურ თრობით,შეყვარებული შენზე შამანიდა ყოველ აპრილს საღამოობით,კართან დაგხვდება იასამანი.
დაგელოდები ქარში, ავდარში...დამეთოვლება სული ვარდებით...და თუ არ მომკლეს და თუ გადავრჩი,პირობას გაძლევ შეგიყვარდები.
დაგელოდები, იქნებ მარტამდეც,იქნებ ეს წელიც... იქნებ მარადის...ო, იქნებ დანას არ ჩამარტყამდე,ო, ღვთისმშობელი დაგიფარავდეს.
დაგელოდები სადამდეც გავძლებდა სამუდამოდ დამეძინება...არ უღალატო ოღონდაც ამ წლებს,და გულის სისხლში გამოდინებას.
დაგელოდები სიზიფეს ლოდითდა ხელახალი ტრფობის იმედად...გეტყვი ეს წლები როგორ გელოდე,სიმარტოვის და გლოვის მღვიმედან.
დაგელოდები გზის დასასრულთანდა თუ მოსვლაა ძნელი მეორედ,ნუ შეყოვნდები, მორჩა! დასრულდა!- არ მიყვარხარ თქო, გამიმეორე.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი