↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუნება

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52777 ნახვა

—
აჰა, მოვედი შენი ბიჭუნა,შენს მკლავზე ისევ თავი რომ დავდო,შენმა სიმწიფემ გამამიჯნურა,ჩემო ხალისო და ჩემო დარდო.
შენ ეშხიანო, ლურჯო სირთებო,მწვანე სათიბო და საბალახო,მგონია ასე მიტომ ირთვები,სიტურფე მერე მე რომ მანახო.
შენ ჩემზე ფიქრით მთები დაღარე,ლექსად დაგრიხე ვაზის ლერწები.რაც ავისრულე, მას შენ გახარებ,რაც კიდევ მინდა, შეგეხვეწები.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი