↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბუხარი

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—
ბუხარი ისევ ახურებს კეცებს,ჩუმი ჩიფჩიფი მომესმის კარდლის,კედლიდან მამა მცავს ჯავრით, ყადრით,ნაცარში კი ჩემს ბავშვობას ვეძებ.
მაგრამ ვერ ვიჭერ წასულ წუთს ვერც ერთს,თუმცა, ჩემში ის ქარივით დადის,კვლავ მიჰაზირებს ბუხარი სადილს,ისეთს, როგორსაც ვერავინ შეძლებს.
იწვის ჯირკ-პიწკი, ნაფოტ-ნაპობი,ამბები ძველი აქ ნაამბობი,ესმის ამ ბუხარს, ამ ხნიერ კარდალს,რომელიც ხარშავს ჩვენს ტყუილ-მართალსდა რაც აქ ბოლავს, რაც აქ დაიწვის, _იცის, _ სულივით ბოლოს არის ცის.28. I
1994
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი