↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მისტერია წვიმაში

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95277 ნახვა

—
დღეს ნოტრ-დამთან (სნებიანფანტაზიის ნახატი!)კალენკორის ფრთებიანანგელოზებს ნახავდი.
ღია ცის ქვეშ მტვერია,კარებს აღებს მისანიდა მიდის მისტერია:„ვნებანი უფლისანი“.
სცენა გამოხატავდასამოთხეთა შვენებასდა გარშემო ფანტავდარაღაც საშინელებას...
მაღლა ტიტანიურიიყო ღრუბელთ თეთრობა,საიდანაც ციურიეშვებოდა მხედრობა.
მარჯვნივ - უზარმაზარიდევი მწვანე თვალებით,კოშკი, როგორც ტაძარი,ედგა ზურგზე ბრჭყალებით.
და კოშკის კბილებიდანცბიერი და ხელშმაგი,როგორც შორი მთებიდანიზრდებოდა ეშმაკი.
კოშკიდან კი დროდადროკრთოდა ცეცხლის ენები,თითქოს ცეცხლმა დაათროჯოჯოხეთის ფენები.
ირეოდა გალობაშორი, ხმადაბუგული,ორღანოთა მკრთალობადა ზარების გუგუნი.
წაიშალა ეს გრიმი,არცთუ ისე გმირული,წამოვიდა რა წვიმაჩქარი, კოკისპირული.
ამინდი გაკვიმატდა,დამამ ქოლგა გაშალა,წვიმამ უფრო იმატა -მისტერიაც ჩაშალა.
და შემდეგ კი (სნებიანფანტაზიის ნახატი!)კალენკორის ფრთებიანანგელოზს ვერ ნახავდი.
მაღლა ტიტანიურიგაჰქრა ღრუბელთ თეთრობა,საიდანაც ციურიეშვებოდა მხედრობა.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი