↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიყვარს მარტო ქარიშხალი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95275 ნახვა

—
მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს,მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს.არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთატივტივა,ატკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა.მე ნელ ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება,მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება.მიყვარს მარტო ქარიშხალი, თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,მთიდან მთამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე!მიყვარს იმის ნანგრევებზე ახალ გრძნობათ შვება-ლხენა,მასში ცოცხლობს ფიქრთა ჩემთა იდუმალი აღმაფრენა!
1912
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი