↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დეპრესია

საჯაია გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი17549 ნახვა

—
ქარი უმოწყალოდ ნამქერს ალახინებს,თებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.
მზერა უმიზეზო, სუნთქვა ქაოტური,პულსი ვეღარ ითვლის გული რასაც ფეთქვას...ისე ეტანება სისხლი აორტიდანყელში არტერიებს, ლამის დამიხეთქოს.
არ ვიცი რომელი რიცხვია რომელ თვის,წლებთან ალალბედზე ვაგორებ კამათლებს.დროა თვითმკვლელობის! და როგორც ყოველთვის,სიცოცხლეს უსუსურ მიზეზით ვამართლებ.
სრული სიგიჟეა წასვლა უნაბიჯოდ!და არის დარჩენა, ჩქარი ნაბიჯებით,კიდევ არჩევანი და უნდა გავმიჯნოთყოფნა არყოფნისგან, მაგრამ... დამიჯერე,
არ არის საშველი! და ბოლოს დარჩებაამაოდ დაღვრილი ცრემლი - გალონებით -და ან გადავრჩებით ან ვერ გადავრჩებითარაამქვეყნიურ რაღაც კანონებით,
თუ ბედი ბედია! დაორთქლილ ფანჯრებზედახატე მაცხოვრის ფერმკრთალი პროფილიდა მუქშინდისფერად შეღებე მაჯებითზეცა, ულამაზო და უარყოფილი!
და ქარი... ქარი კი, ნამქერს ალახინებსთებერვლის მიღმა რომ ზამთრის ქალაქია.ღამის პროცესია მისდევს ბალდახინებს,დღეთა კუბოები მწკრივში ალაგია.
საჯაია გიორგი

საჯაია გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი