↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

შემოდგომა

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

2026-07-181 წთ საკითხავი3129 ნახვა

—
არის შემოდგომა, ძველი შემოდგომა,რაღაც ნარინჯისფერ მაგვარი ადათის.როცა ყვითელ ბაღებს, სახლში შემოდგამ დაროცა ყველაფერი მოდიდან გადადის.არის შემოდგომა, რაღაც სასწაულიქარით დაიწყო და წვიმა გაურია.როგორც დედოფალი, იხსნის სამკაულებსუფრო უშუალო და უფრო ქალურია.არის შემოდგომა და ეს ნოემბერი...დედის ლოცვებივით შენს თმებს იშველიებს.მაგრად ჩაიხუტე! მაგრად მოეფერე!სულ მთლად მარტოა და სულ მთლადშიშველია.
გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე)

გურჯი გიო (გიორგი თავართქილაძე): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი