↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აკაკის

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2015-05-131 წთ საკითხავი20332 ნახვა

—
ნათქვამი აკაკის საფლავთან, მთაწმინდაზე, საზეიმო მიტინგზე. 1940 წ. 16 ივნისს.
შენ მოგვიზომე სამშობლოშენი ჩანგურის სიმებით;შენ გვიანდერძე სამშობლოდა მისი დახსნის იმედი.გული გაცვითე სიმღერითდა ლექსი ქართლის დიდებით;ბნელს გვილამპრავდი ჭაღარითდა ცრემლის მარგალიტებით.მომავლის მზესთან ადიდემიწაში მყოფი გმირები, ―მათი აკლდამის ნათელი,მათი საფლავის დირენი.დღე-ღამის სიგრძე-სიმოკლემ,გზა გასჭრა სავსე ეკლითა;დღეს ჩვენს ჩანგებზე, პოეტო,მზის სხივი გადმოგვეკიდა.შენც ჩვენთან მღერი, ზეზე ხარ,გსურს, რომ ახალ მზეს უყურო, ―დიდი მთაწმინდის სიწმინდევ,გადაღმერთილო, უღრუბლოვ, ―დანაცრებულო, დამწვარო,დაბერებულო ბულბულო!
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი