პოეზია · ლირიკა
ალამდარი
გიორგი ლეონიძე 1899–1966
ეს ნუშის ტოტი მე ვერ დატოვე,სიყვარულის მზით ჩახჩახებს გული...განა მარტო მე?განა მარტო მე?დღეს მიწაც არი შეყვარებული!ტყემალს დასცვივდა,ვაშლსაც დაცვივდაფანტელი მძივთა...თოვლიც მდნარია...არ დნება ჩემი ჭაღარის ჭირხლი,ნეტავ, რა ქაჯმა თმაში დარია?რა უნდა ჩემთან,რა თავში ვიხლი,თუ იგი ზამთრის ალამდარია...