↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სენტიმენტალური მოგზაურობა

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10763 ნახვა

—
მაისი ყველგან არის მაისი,მაგრამ ბათუმში მაინც სხვა არი,და ვხვდები ახლა, რომ სილამაზესაღარ ჰქონია ქვეყნად საზღვარი.
ზღვა ისე იყო მშვიდი და წყნარი,რომ აღარც მახსოვს, იყო თუ არა!ერთად გააღო ცამ შვიდი კარიდა ზღვას სარტყელად გადაუარა.
თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,და ისე ყრია თეთრი ვარდები,თითქო ათასი აქ გედი მოკლეს.
გაღებულია სამოთხის კარიდა მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ,ალბათ ყოფილა წყევლა ამგვარი:მივცეთ პოეტებს სამშობლო მხარე
ულამაზესი - ედემის დარი,მხოლოდ ქალები გადავუშენოთ.გაღებულია სამოთხის კარიდა მე მრცხვენია, რომ ვარ უშენოდ!..
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი