↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სოღანლუღიდან

ტაბიძე ტიციან

2026-07-181 წთ საკითხავი10764 ნახვა

—
ისედაც მშვიდი უფრო დაცხრა ამაღამ მტკვარი,მხოლოდ მეტეხთან უფრო არი მაინც მშფოთვარე;ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
სოღანლუღიდან თათრის ბიჭი მოდენის ვირებსდა მემწვანილე ერეკება ცარიელ დროგებს,რომელი ერთი ან დამძრახავს, ან გაიკვირვებს,რომ უკან მივსდევ ჩემ დიდებულ თანამედროვეს.
მე რა მაქვს ახლა, რა მექნება, ან რა მებადა,ვარ უზრუნველი და ტიტველი მთა შავნაბადა,და თუ მაწუხებს, მხოლოდ ფიქრი გულის დამწველი,რომ აქვე არის მარაბდა და კრწანისის ველი.რომ ყველა ლეკმა და ურჯულომ გული იყარა,რომ კუბოსავით დაცხრილული დგას ნარიყალა.ისედაც მშვიდი სულ დამცხრალა ამაღამ მტკვარი,მხოლოდ მეტეხთან მაინც არი უფრო მშფოთვარე;ანგელოსებმა მეტივეებს მოპარეს კვარი,ღრუბლის ტივებზე გაწოლილა ქალივით მთვარე.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი