↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გიხდება ზარი

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1555 ნახვა

—
გიხდება ზარი, ოქროს ღილი, თანა შენია,ერან-თურანი, ადრიბეჟან განაშენია.მოდი, ნუ მომკლამ, ხელთ გიჭირავს დანა შენია,ბულბული სტირის, დაგიცია მანა, შენია,მიჯნურსა სძინავს, შესმენია ნანა შენია...გაშლილა ბაღი, გამობძანდი მოახლებითა!ბულბული ჰგალობს, მოგახსენებს: «დილა ნებითა!»თვალად ლამაზო, რამ გაგზარდა ტან-დიდებითა?ბევრი მოგიკლავს, მეც მომღალე შენის ქებითა...ლექსები კარგი ასორმოცი ხანა შენია.ბროლის მინას და ბროლის სურას გიგავს ყელია!რად გინდა სარკე? სახე სავსე მთვარე მთელია.ზილფებისათვის ხელთ გიჭირავს მაკრატელია,მე რაზედა მკლავ, რა გერჩოლე, რა სახელია,ან რაზედ მომკლამ, ჩემი თავი განა შენია!?ჰე, უსიკვდილოდ არ იქნება ჩემი მორჩომა,სულ ქვეყანა რო ჩემი იყოს, არა მაქვს ნდომა!ჰე, საყვარელო, უცხოდ გშვენის შენ ეგ მორთომა,ყალამქარისა, ატლასისა, ზარბაბის ზომა...არ მომიპარავს, მიპოვნია შანა შენია!წაღმართი სიტყვა არ ვიცოდი, ვინ მოგაჩვენა,ვინ მოგიტანა, ვინ გაჩვენა, ვარდის გაფენა?ტურფა-ზარიფო, შენსა ქებას ვერ იტყვის ენა,მო, საიათნოვავ, რა გატირებს, ვინ მოგცემს შენა? -ტახტი თოუზი ინდის მეფის ანაშენია!

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი