↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დამეხსენი

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1562 ნახვა

—
დამეხსენი, ავკაცობა არ მინდა,ქვეყანაზე გაფენობა არ მინდა,ავი სიტყვის შენთან მბობა არ მინდა,ერთგული ვარ, ორგულობა არ მინდა,მე გლეხი ვარ, თავადობა არ მინდა!მოდი, სისხლსა ნუ დამიღვრი თასითა,ნასყიდი ვარ შენის ძვირის ფასითა!გეახლები ერანელთა წესითა!შემინახე ატლასითა, ხასითა,შავი კაბა, შავი ქობა არ მინდა!ჩემი სიტყვა შენი დასაჯერ იყოს,შენი კალთა ჩემი დასაჭერ იყოს!ჩემი თავი შენი მიწა-მტვერ იყოს,შენი ბაღი ჩემი ბაღის გვერდთ იყოს,შუაშია გადაღობა არ მინდა!გადავიდა შენი დრო საიათნოვა!რაღათ გინდა «ოხო-ხო» საიათნოვა?ყველა მეუბნება: ჰო საიათნოვა!საით მიხვალ, ჩემკენ მო, საიათნოვა,შენი პურ-მარილის ძმობა არ მინდა!

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი