↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1556 ნახვა

—
ზღვას ვით გააშრობს ვარსკვლავის სხივი!მტკვარი ცხრილით როგორ უნდა აირწყოს?ქარი რას დააკლებს ქვითკირის კლდესა,თუ გინდ წლის-წლობამდის ქროლვა დაიწყოს!თუ გინდ გაათეთრო სპილენძის თასი,სპილენძი ერთია, ვერცხლი - ათასი!ჭიქას არ ედება ალმასის ფასი,თუ გინდ ოქროს ბეჭედშიაც გაიწყოს!ზოგზოგი კაცია ეშმაკის მუშა;ეშმაკის ნაშენი ღმერთმან დაფუშა...გოგრა არ გახდება შირაზის შუშა,რა გინდა მაღლა თახჩაშიაც შაიწყოს!თუ გინდ თევზი დაჰკლა, - არ დაიყვირებს.ფეხთ ჰინის დადება რათ უნდათ ვირებს?ქვიშა ბამბის ალაგს ვერ დაიჭირებს,თუ გინდ ყუთნის საბანშიაც ჩაიწყოს.ნურვინ იტყვით - ეს ყმაწვილი ვინა ვარ!ანა-ბანა ვიცი, სიტყვით წინა ვარ.საიათნოვა მქვიან არუთინა ვარ.სიტყვას ვიტყვი, ცამ ქუხილი დაიწყოს.

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი