პოეზია · ლირიკა
მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს
მეზობელზედ რა კაცს თვალი უჭირავს,ის არა იქს გაცემასა-ჭამასა!ავ კაცს რაში უნდა გვარიშვილობა, -შეაგინებენ კაი მამასა!ზოგი კაცი დადის ჭიანყელასავით,გველის შხამი უძევს პირში იმ თავით!ავი კაცის ჭირი იქნება ავით -ნათქვამია, მე არ ვამბობ ამასა!..ცუდი კაცი მკვდარივით აყუდია,ან რათ უნდა, რათა ჰხურავს ქუდია?აქლემივით ვინც რომ ტანში მრუდია,რატომ იზავს ხიდზედ კისრის ზომასა?თიხის ჯამი არ გახდება ჩინათა,მუხის ქერქი კიდევ - დარიჩინათა!საიათნოვა შეინახე ჩინათა,ვერ იშოვი იმისთანა კარგ ყმასა!