↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაღი ბულბულით ავსილა

საიათნოვა

2011-04-131 წთ საკითხავი1551 ნახვა

—
ბაღი ბულბულით ავსილა, ვარდსა რაზი არ აკლია,აწ დაშვენდა ია-ვარდი, ზედ ლამაზი არ აკლია,უცხოდ ხარობს ასამინი, ძილს სარაზი არ აკლია,წმინდა სანთლები შამდანში, ზირანდაზი არ აკლია,მეიდანი გამართული, ქანდირბაზი არ აკლია!არ გეწყინოს, ჩემო კარგო, სიტყვაშიაც იგავი მაქვს,რომელ ერთხელ გენაცვალო, განა რამდენი თავი მაქვს?მუდამ შენს სამსახურში ვარ, არა სთქვა პირი შავი მაქვს,სულ ქვეყანა ჩვენსა არის, რომ ბაზაზი არ აკლია!რახან სოფელს ასე მოსდევს, ულხენოთაც არ იქნება.შენი ქება და დიდება უენოთაც არ იქნება!..მარანისა ტუმბო სავსე უდენოთაც არ იქნება,თუ მეჯლისი მორთულია, უშენოთაც არ იქნება,ტრიალებს ოქროს თასები, ლეილუმ ნაზი არ აკლია!ხელმწიფესაც არ უქნია როსტომ-ზაალისათვინა,ნიშნობა და ქორწილიცა თავისი ქალისათვინა! -რაც რომ გადამხდა თავზედა, სულ იმ მაღალისათვინა:ლეილუმის ქამანჩისა დოულ-ყავალისათვინა:გარს უსხედან მომღერალნი, სანთურ-საზი არ აკლია!ტურფა ტანი ლერწამს გიგავს - მორთულხარ ქირმანშალშია,კბილები მარგალიტში გაქვს, ინდის პილპილი ხალშია,ფალევანთა მომრევი ხარ, ნაქები როსტომ-ზალშია,თუ ჩვენსა არ მობძანდები, წავიდეთ სამართალშია...საიათნოვას ხემწიფე, ყენ-შაჰბაზი ირაკლია!

საიათნოვა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი