პოეზია · ლირიკა
მადლობა ღმერთო
მადლობა ღმერთო, იმ წლებისთვის, თურმე რომელიცარ მეკუთნოდა, მე კი დღემდე ჩემი მეგონა,მადლობა ღმერთო, არაფრისთვის, რაც ყველაფრიდანგადამირჩინე, რა ვიცოდი, ან რა მეღონა;რასაც ვერასდროს შევეხები და წარმოდგენაცშეუძლებელი არის მისი და რაც ნაკვთებადაჩნდება სახეს და სიტყვებსაც და იშვიათად,თვალში კი არა, გამჭვირვალე გულში გაკრთება.
მადლობა ღმერთო - ამ წუთისთვის, ამ შეგრძნებისთვის,ამ დინებისთვის, თანდათან რომ ვტოვებ კალაპოტს,მე ვერ ავყვები საბრალოებს, ამ წუთისოფელსრომ შესევიან საშოვნელად და საალაფოდ.მადლობა ღმერთო, იმედისთვის, როცა ბეზრდებასოფელს სტუმარი, ან პირიქით, სტუმარს სოფელი,მადლობა ღმერთო, ეჭვებისთვის, როცა გეძებდიდა მხოლოდ სიტყვა მიწილადე გასაყოფელი.