↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლუსის სიყვარულს

ალხაზიშვილი გივი

2026-07-181 წთ საკითხავი10686 ნახვა

—
ლუსის სიყვარულს ვთხოვ რიგგარეშედ,ერთჯერად ხვევნას, როგორც ჭიქა წყალს,მინდა ლუსიში შევითარეშო,გავაასკეცო ჩემი შიდაწვა.ჩუმად ღიღინებს და თლის კარტოფილს,თან მაგიდაზე გადაიხარა,გამომიშვირა თეთრი ფართობი,გაიშრიალა ჭრელმა ნიფხავმა.ბრძანა: მიყიდი, ოღონდ საკაბეს!_ დიახ, ძვირფასო, ჩემო სიცოცხლევ!და აკრიახდა, როგორც კაკაბი,როცა ხმოვნები ამოვიცოხნე,მაგრამ უეცრად გატყდა გრაფინი,ამოყირავდა მერე მაგიდა,შეშინებული ძირს რომ დავფრინდი,ვთქვი: ამ დედაკაცს რამ გადამკიდა.და როცა მსურდა შიშის ელდები,როგორმე გარეთ გამომეყვანა,ამომჩხაოდა: ნუ შეჩერდები,თუნდაც დაიქცეს მთელი ქვეყანა.მიდი, განაგრძე, გემუდარები,ეს ჯამ-ჭურჭელი მიღირს არაფრად,ლუსის, მართლაცდა შეუდარებელს,ვერ დავაგდებდი ბედის ანაბრად.მე დავბრუნდები, თუ არ ამკაფესდა მოვალ შენთან, როგორც წამალთან,მშვიდობით, ლუსი, შენი საკაბე,აგვისტოს ნათელს უნდა წავართვა.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი