პოეზია · ლირიკა
* * * "შენ ხომ ზღვასავით"
შენ ხომ ზღვასავით გრძნობდი ნაპირებს,აღარ იცოდი, ან რა გეღონა,ნალოლიავებს, ასე ნაფერებსჩემი სუნთქვაც კი შენი გეგონა.
მე მზის აბრეშუმს შევეწირები,ისე ვცნობ, თითქოს შენი მხრებიადა შეგრძნებათა კენწეროებითეთრ ოვალისკენ დაიხრებიან...
რა უნდა გითხრა შეშლილ მელომანს,ალბათ განგებამ ასე არჩია,მკლავს სიყვაულის მოუთმენლობადა ამ სიშლეგემ გადამარჩინა.
23. 12. 2014